სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს
ზაზა სურმავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სურმავას ადვოკატების შუამდგომლობა არ
დააკმაყოფილა. დაცვის მხარე დაკავებულისთვის 3 000-ლარიან გირაოს
ითხოვდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში დახმარების
ბრალდებით 20 აგვისტოს დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-262-ე მუხლის
მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით
თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით), სსკ-ს 338-ე
მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით
ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე) და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით
(ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე)"
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები