რეგიონი
კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 17 ნოემბრამდე გადაიდო
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს იყო ჩანიშნული. საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული გიგა ტყემალაძე სასამართლო პროცესს არ დაესწრო, რადგან ის სპორტული შეჯიბრებების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინცინდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სპორტსმენს ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარის გირაო, დანარჩენებს: კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს და გიგა ტყემალაძეს 7-7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ.

დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ  საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, მათ შორის- ორი პოლიციელი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.