საზოგადოება
გიგი უგულავას საქმეს აშშ-ს საელჩოს პრესსამსახური ეხმაურება
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრესსამსახური გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო"ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის განვითარებას. გასაჩივრების უფლება არის ნებისმიერი დემოკრატიული სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და მხარეებს მისცა საშუალება, ედავათ კანონის შესაბამისობაზე და წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები.

ეს ნაბიჯები არის ცხადი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო სისტემას აქვს საშუალება, იყოს დამოუკიდებელი, რაც ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის განუყოფელი ნაწილია.

ადრეც გვითქვამს, რომ სასამართლო ხელისუფლების ყველა შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან. როგორც ასეთი, სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეზე კომენტარის გაკეთება ჩვენი მხრიდან შეუფერებელი იქნება".

გიგი უგულავამ # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულება  7 იანვარს დატოვა. ე. წ. მატროსოვის ციხესთან მას ოჯახის წევრები, მეგობრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.