რეგიონი
გიორგი ლუკავას ცოლი ივანიშვილის სახლთან აქციას გეგმავს

დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას ცოლი ლალი ბასარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

როგორც რადიო ,,ათინათთან’’ საუბრისას მან აღნიშნა, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობას ვერ განაახლებს.

,,ცუდად ვარ, ამიტომაც ვერ შევძლებ შიმშილობის დაწყებას. ხვალ ბიძინა ივანიშვილის სახლთან შევიკრიბებით და იქ გვექნება აქცია’’,- განაცხადა ბასარიამ.

22 თებერვალს ლუკავას ცოლი სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კახაბერ ქემოკლიძეს შეხვდა. ქემოკლიძეს ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ისევ დაადასტურეს, რომ გიორგი ლუკავა დრანდის ციხეში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ბასარიას განცხადებით, ის არ ენდობა ამ ინფორმაციას.

ცნობისთვის, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირში ედება". ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათთვის უცნობია, თუ სად იმყოფება პატიმარი. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.