რეგიონი
სასამართლოში ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიის წევრები იკითხებიან
ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულების მაია ღურწკაიასა და ქეთო ტაბაღუას საქმეზე სასამართლოში გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს. უკვე დაიკითხა მუნიციპალიტეტის გამგებელი და კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ლაშა გოგია, თუმცა მან სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგელობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია, გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბაკურ კვეტენაძე, გამგებლის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ბესიკ ჭეჟია, საზოგადოება "ზუგდიდელის" წევრი მურმან ნაჭყებია და გაერთიანებული პროფკავშირების გამგეობის წევრი ლავრენტი ალანია.

ცნობისთვის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. ყოფილი საჯარო მოხელეები მიიჩნევენ, რომ ისინი სამსახურიდან უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. სასამართლოში მათ უფლებებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს.

თავის მხრივ, გამგეობაში ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის საფუძველზე გათავისუფლდენენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.