ევროსასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის
საქმეზე უზენაესი სასამართლოს
გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა. ამის შესახებ ტელეკომპანია
,,რუსთავი 2’’-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს
უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.
ცნობისთვის, 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს
მიაკუთვნა. 3 მარტს ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს
გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები