რეგიონი
მუჟავაში გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის ოჯახს გამოძიებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ოჯახის ადვოკატმა როლანდ შონიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საქმეში არსებულ ჩვენებებსა და სხვა მასალებში ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები იკვეთება.

„ჩვენებაში ბრალდებული ამბობს, ჩემდაუნებურად გადავტენე, არ ვიცი როგორ გავმოვკარი სასხლეტს ხელი, უეცრად გამივარდა, ვერც აღვიქვი, როგორ... ასევე ამბობს, რომ ხელები დაბანილი აქვს. ჩნდება კითხვა, რატომ არ  დაკითხეს 20 საათამდე ეს პირი, მაშინ, როცა, გამოძიების ვერსიით, გასროლა 13:30სთ-დან 14:00-მდე მოხდა. ასევე, კითხვა გვაქვს, რატომ არ არის ამოღებული დენთის კვალი, რატომ მიეცა უფლება, რომ დაებანა ხელები და დენთის კვალი, როგორც მტკიცებულება, გამქრალიყო. შეუსაბამობებია დროსთან დაკავშირებითაც“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შონიამ.

მისივე განმარტებით, ოჯახი მიიჩნევს, რომ გამოძიება ხელს კონკრეტულ პირს აფარებს და კატეგორიულად მოითხოვს მის დასჯას. გარდა ამისა, იარაღი, რომლიდანაც გაისროლეს არა ბრალდებულის, არამედ ოფიცრის საკუთრება იყო.

„გამოძიების ვერსია თუ მართალია, როგორ შეიძლებოდა მათი ასე უმეთვალყურეოდ დატოვება“, - თქვა შონიამ.

ოჯახის ადვოკატმა საქართველოს მთავარ პროკურორს ოფიციალური წერილით მიმართა და საქმის გამოძიების სხვა კუთხით წარმოების დაწყება მოითხოვა. როლანდ შონიას მტკიცებით, აღნიშნულ საქმეში სიცოცხლით გაუფრთხილებლობით მოსპობაზე ბევრად მძიმე დანაშაული და მეტი ადამიანის მონაწილეობა იკვეთება.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ტერიტორიაზე, აღნიშნული სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მოსამსახურემ დ. ჯ. - მ, ამავე სამმართველოს ოცეულის მოსამსახურეს - ა. კ. - ს სახელზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ამავე სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეს ბ. რ. - ს. 27 ოქტომბერს დ.ჯ. დააკავეს, მეორე დღეს კი მას ბრალი სს კოდექსის 116-ე მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, უწყების ცნობით, საქმეზე გამოკითხულია ათობით მოწმე, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და ამოღებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. გამოძიების მიერ მოპოვებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო დანიშნულია კომპლექსური ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზა. გამოძიება გრძელდება.


ამავე თემაზე:

მუჟავაში მესაზღვრის გარდაცვალების საქმეზე ჯარისკაცები დაიკითხნენ

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.