რეგიონი
ზუგდიდში სკოლის დირექტორს ცემაში ადანაშაულებენ
მოქალაქე მაკა ქარდავა აფხაზეთის #15 სკოლის დირექტორს 19 წლის შვილის ცემაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ზაზა კოკაია მას საპატრულო პოლიციის შენობის წინ ფიზიკურად გაუსწორდა. ქარდავას ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მის ქმარსა და შვილს საკუთარი ავტომობილი საჯარიმოდან მიჰყავდათ.

ქარდავა ყვება, რომ მათ კოკაია მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მიმდინარე წლის 8 იანვარს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვნენ. მისი თქმით, სკოლის დირექტორი ტრაილერის მძღოლსა და მათ შორის შუამავალი იყო, რადგანაც, ზარალის ასანაზღაურებლად მოლაპარაკების შედეგად მათ გარკვეული თანხა უნდა მიეღოთ.

„იმ დღეს ჩვენი მანქანა გამოგვყავდა საჯარიმოდან. დაიწყო კამათი კოკაიასა და ჩემს ქმარ-შვილს შორის. მე დავურეკე ჩემს მეუღლეს და ისე მესაუბრა, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. აღმოჩნდა, რომ ზაზამ ჯერ ჩემი ქმრისკენ გაიწია საცემრად, მას შემდეგ კი, რაც ჩემი შვილი მამას გადაეფარა, უკვე მისი ცემა დაიწყო. ამ დროს მოვედი მე და ჩემი თვალით ვნახე, როგორ ცემდა. ამ დროს ჩემმა მეუღლემ მანქანა გაიყვანა, მოუცურდა და კოკაიას მანქანას შეეჯახა. ამ დროს კოკაია არ იჯდა მანქანაში, მისი თანმხლები რამდენიმე პირი იყო. მე ჩემი შვილი საავამდყოფოში გადავიყვანე. სასწრაფოს მანქანაში მოვიდა გონს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქარდავამ.

მისივე თქმით, მან აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციაში სარჩელი უკვე შეიტანა, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცავებს არ დაუკითხავთ. გარდა ამისა, ქარდავა ამბობს, რომ კოკაია ადგილობრივი მაღალჩინოსნების სახელებს იყენებდა.

„მე მეშინია. მოდიან, გვემუქრებიან. ჩემი შვილი სამართალზე სწავლობს და გვითხრეს, რად გინდათ, გამოიტანეთ სარჩელი, გინდათ, რომ ზუგდიდში ვერსად დაიწყოს მუშაობაო. ვთხოვ ყველას, დაგვეხმაროს“, - თქვა ქარდავამ.

თავად დაზარალებულს, მაკა ქარდავას თქმით, მედიასთან საუბარი ამ ეტაპზე არ სურს. 

აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარჰყოფს თავად ზედა ეწერის სკოლის დირექტორი ზაზა კოკაია. მას დეტალებზე საუბარი არ სურს და ამბობს, რომ ყველა კითხვაზე პასუხს გამოძიება გასცემს.

„არავითარი მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. მე არ ვიცი, რაში სჭირდება ამის თქმა ქარდავას. ალბათ, პროვოკაციას აწყობს. ფაქტია, რომ ჩემი ავტომობილია დაზიანებული და სამართალდამცავები გასცემენ ყველა კითხვას პასუხს. რაც შეეხება იმას, რომ მე ვიყენებ მაღალჩინოსნების სახელს, ესეც ტყუილია. როგორ შეიძლება ეს გავაკეთო, როცა, მაგალითად, გუბერნატორს პირადად საერთოდ არ ვიცნობ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ კოკაიამ.

მის პოზიციას იზიარებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროში. უწყების იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თემურ წურწუმიას თქმით, საქმე აღძრულია კოკაიას მანქანის დაზიანების ფაქტზე და აგრესიას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

„რეალურად დაზარალებულია კოკაია და შესაბამისად, არ მჯერა, რასაც ეს ქალბატონი ამბობს. მე როგორც ვიცი, აგრესია იყო მამა-შვილის მხრიდან და არა პირიქით. ვიდეო თვალმა დააფიქსირა, როგორ დააჯახეს მანქანა კოკაიას კუთვნილ ავტომობილს“, - აღნიშნა წურწუმიამ.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ ხუთშაბათს, 26 აპრილს ჩხუბის შედეგად დაზიანებული ახალგაზრდა მამაკაცი ნამდვილად შემოიყვანეს. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტს გულ-მკერდისა და კისრის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა და შესაბამისი სამედიცნო მომსახურების შემდეგ, დაახლოებით, ორ საათში ბინაზე გაეწერა.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება ორი, 126-ე ძალადობისა და 187-ე სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.