რეგიონი
ზუგდიდში ოქროს ბირჟის ძარცვაში ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძარცვაში ბრალდებული კ.ჭ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ინფორმაციას საქართელოს პროკურატურა ავრცელებს.

ამავე ცნობით, გამოძიებამ დაადასტურა, რომ ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.ჭ. 2018 წლის 2 მაისს, ქ. ზუგდიდში, „ოქროს სავაჭრო ბირჟიდან“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ს.ჩ-ს კუთვნილ ოქროს სამკაულებს, რის შედეგადაც ს.ჩ.-ს მიადგა 45 399 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

სამართალდამცველებმა კ.ჭ. 2018 წლის 5 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული კ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.