რეგიონი
ზუგდიდის ყოფილ მერს და ვიცე-მერს ბრალი წარუდგინეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს ლაშა გოგიას და  ვიცე-მერს გია გულორდავას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიება მათ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. როგორც გია გულორდავას ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა ბრალის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და მას ჩვენება სრულყოფილად არ მიუცია.

"იგი კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. არანაირ თანამშრომლობაზე საუბარი არ გვაქვს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ახლახან გადმომეცა, თუმცა, არის აუდიო ჩანაწერები, გამოკითხვის ოქმები და წერილობითი მტკიცებულებები", - აღნიშნა გვიშიანმა.

წარდგენილ ბრალს არც ლაშა გოგია ეთანხმება. ყოფილი მერის ადვოკატის ინფორმაციით, აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მისივე თქმით, უკვე ცნობილია, რომ გამოძიება ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა დუმილის უფლებას იყენებს

ადვოკატი: ლაშა გოგია საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას აპირებს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.