რეგიონი
გოგიას და გულორდავას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ, რომლებიც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე არიან დაკავებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, სააპელაციოში  გაასაჩივრეს. დაკავებულების უფლებადამცველების ინფორმაციით, სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან  არ არსებობს მიმალვის ან მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. ადვოკატებმა სასამართლოს ბრალდებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით 20 000- 20 000 შესთავაზეს.   

" ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან, არ არის მიმალვის   და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე, რადგან ერთ თვეზე მეტია რაც გამოძიება მიმდინარეობს და არ უცდია  მოწმეებზე არანაირი ზემოქმედება და ხელის შეშლა გამოძიებისთვის. შესაბამისად გავასაჩივრეთ ეს განჩინება. ძირითადი  მოთხოვნა არის ის , რომ არ იქნეს გამოყენებული, მის მიმართ აღმკვეთის სახით პატიმრობა და გირაოს სახით გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ.  სასამართლოს  გირაოს  სახით 20 000 ლარის ვთავაზობთ ", - თქვა ლაშა გოგიას ადვოკატმა ბადრი მამულაძემ.

მიმალვის საფრთხეს გამორიცხავს ყოფილი ვიცე მერის გია გულორდავას ადვოკატი ზაქარია გვიშიანიც.

"შევთანხმდით, რომ უნდა გაგვესაჩივრებინა, ჩემი მხრიდან მომზადებული იყო სააპელაციო საჩივარი და გუშინვე ჩავაბარეთ საჩივარი  და გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით.   სასამართლოს  გირაოს  სახით 20 000 ლარის ვთავაზობთ",- თქვა გვიშიანმა.

ზუგდიდის ყოფილი მაღალჩინოსნები დიდი რაოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავეს. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.


ამავე თემაზე:

ლაშა გოგიას ადვოკატი მისი პატიმრობის გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.