ტყვარჩელში, საავადმყოფოს მთავარ ბუღალტერს თავს დაესხნენ და ნოემბრის ხელფასისთვის განკუთვნილი თახნა 1 მილიონ 280 ათასი რუბლის ოდენობით წაართვეს.
ამის შესახებ საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ლალი გარგულიამ განაცხადა. მისი თქმით, დილას ნიღბიანი შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა მანქანას, სადაც ბუღალტერი იჯდა. მას საავადმყოფოში თანამშრომლებისთვის ბანკიდან ნოემბრის ხელფასი მოჰქონდა. ამ თანხაში შედიოდა რაიონის 11 სოფლის სამედიცინო პუნქტების თანამშრომელთა ხელფასები.
„ჩვენ არ ვიცით წინასწარ, როდის გაიცემა ხელფასი, ჯერ კიდევ დილას არ გვქონდა ინფორმაცია”, - განმარტა გარგულიამ. მისივე ინფორმაციით, თავდახსმის შემდეგ შეიარღებული პირები მიიმალნენ.
საავამდყოფოს ხელმძღვანელობამ სამართალდამცავებს მიმართა. დე ფაქტო აფხაზეთის შს სამინისტროში განაცხადეს, რომ დამნაშავეების დასაკავებლად საგამოძიემო მოქმედებები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები