სამეგრელოში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 070 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 5000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები