ახალი ამბები
ოჯახში ძალადობაზე გამკაცრებული სასჯელი ძალაში შევიდა
დღეიდან, 28 დეკემბრიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობასა და ოჯახურ დანაშაულებს ეხება. უწყების ცნობით, კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, მის დამრღვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„ცვლილების თანახმად, პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებულია, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. გამკაცრდა სასჯელი არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახური და დისკრიმინაციული დანაშაულისათვის. ასევე, ოჯახში ძალადობა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, სასჯელად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გენდერის ნიშანი მკვლელობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისათვის განისაზღვრა დამამძიმებელ გარემოებად და გენდერული ნიშნით ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენა ისჯება უფრო მკაცრად“, - აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.