ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეგარხარეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
რადიო "ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები