სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებულ 55 წლის გულადი ხუბუა თავისუფალია.
ინფორმაცია ამის შესახებ რადიო
"ათინათს" სახელმწიფო უსაფრთხოეის სამსახურში დაუდასტურეს. უწყებაში გვითხრეს, რომ შამგონის მკვიდრი დღეს გაათავისუფლეს.
თაგილონი-შამგონას ადმინისტრაციულ საზღვართან ხუბუა რუსმა "მესაზღვრეებმა" ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ორი დღის წინ
დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები