წალენჯიხის ცენტრალურ პარკში ზვიად გამსახურდიას ბიუსტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი გამოიყო. შესაბამის ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ
ერთმა პრეტენდენტმა შპს „დეკორაციების და ქანდაკებების სახლმა“ მიიღო.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პირველი პრეზიდენტის ბიუსტი ბრინჯაოში ჩამოისხმება. სკულპტურას დააწერენ: წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოა.
ტენდერის შესყიდვის ღირებულება 15 ათას ლარს შეადგენდა. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები