ზუგდიდში წუხელ ღამით რესტორანი “სამეფო” გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 30 ათასზე მეტი ლარი.
თავად რესტორნის მეპატრონე და მომსახურე პერსონალი მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს "სამეფოში" უთხრეს, რომ სანიტარული დღეა და დღეს რესტორანი არ იმუშავებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები