მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში სენაკის სახანძრო-სამაშველო ბრიგადის მანქანა გადაბრუნდა. მაშველები მარტვილის მონასტრიდან ბრუნდებოდნენ, სადაც დღეს
კელია დაიწვა.
ისინი ხანძრის ლიკვიდერების სამუშაოებში მონაწილეობდნენ. ინფორმაცია რადიო
„ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამავე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: პირველი არხი
მასალის გამოყენების პირობები