აბაშის რაიონის სოფელ სამიქაოში, სავარაუდოდ, მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა და შემდეგ, სახლის ეზოში თავი მოიკლა. ამის შესახებ
რადიო
„ათინათს“ სოფლის რწმუნებულმა ზაზა ვეკუამ უთხრა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით, 3 საათის წინ, გარდაცვლილების საერთო მეზობლის სახლში მოხდა, თუმცა, როგორც ის ამბობს, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი. რწმუნებული განმარტავს, რომ გარდაცვლილ ბ.ა.-ს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
ვეკუა აცხადებს, რომ გარდაცვლილები 1960 და 1968 წელს დაბადებული აბაშის მკვიდრნი არიან.
შსს-ში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
"ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და კომპლექსური ექსპერტიზის გაირკვევა დანაშაულის დეტალები", - გვითხრეს უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები