ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მოხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავარიის გამომწვევი მიზეზები, ამ დროისთვის უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები