რეგიონი
ტრეფიკინგში ბრალდებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დახურული იყო და გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სასამართლომ გაავრცელა.

„2019 წლის 27 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა არასრულწლოვნებით ვაჭრობის საქმეზე, ბრალდებულ ი.ს-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა. ი. ს.-ს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის ყიდვა-გაყიდვა, აგრეთვე მისი გადაყვანა, გადამალვა, ტრანსპორტირება და შეფარება, ჩადენილი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ (ათი არასრულწლოვანი), დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით. დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ფაქტობრივი საფუძვლები ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ფორმალური საფუძვლების შეფასების შემდგომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და არასრულწლოვნებზე ზემოქმედების საფრთხე. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 20 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ადვოკატი ზურაბ თოდუა კი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ის სუსლიაკის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ფოტო: პირველი არხი

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მოწამლული ბავშვების თანმხლები ქალისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.