გახარიას ბანერის გადმოფენისთვის ზედამხედველობის სამსახურმა ,,ენმ''- ს წევრი დააჯარიმა (ვიდეო)
13:47 / 04.07.2019
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრ გიორგი ფიფია გიორგი გახარიას გამოსახულებით ბანერის გადმოფენისთვის
დააჯარიმეს. საუბარია გიორგი გახარიას ბანერზე, რომელიც ,,ენმ''-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ცენტრალურ მოედანთან მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან გადმოფინეს.
როგორც ზედამხედველობის სამსახურის თანამშომლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, ოქმი ადმინისტრაციული წესით, 150 - ე მუხლით არის შედგენილი, რაც 50 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
"პლაკატების, ლოზუნგების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომელიც არ არის გამოყოფილი ისჯება 50 ლარით", - აღნიშნა სამსახურის თანამშრომელმა გია გვილავამ.
,,ენმ''- ს წევრების თქმით, ისინი ზედამხედველობის სამსახურს ბანერის ჩამოხსნის შესახებ არ გაუფრთხილებია, ბანერი კორპუსიდან, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში იყო გადმოფენილი.
"მოვიდნენ, გვითხრეს, ეს კანონდარღვევაა და უნდა დაგაჯარიმოთო. რომ ვკითხეთ, ამავე ადგილას რამდენიმე დღის წინ პუტინის ბანერი იყო გამოფენილი და მაშინ თუ გქონდათ რეაგირება-თქო, გვიპასუხეს, მსგავსი ფაქტი არ გვგონია, ზუგდიდში ყოფილიყოოო", - თქვა ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრმა სალომე ფარცვანიამ.
ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.
რამდენიმე დღის წინ, ამავე კორპუსიდან სამოქალაქო აქტივისტებმა პუტინის საწინააღმდეგო ბანერი დაკიდეს. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს ჟურნალისტებმა ვკითხეთ, რატომ არ მოახდინეს რეაგირება აღნიშნულ შემთხვევაზე, რაზეც იაგო ქირიამ გვიპასუხა, რომ შაბათ-კვირას შესაბამისი სამსახური მხოლოდ შეტყობინებების საფუძველზე მუშაობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები