ხობში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლი გაქურდეს. ოჯახის ინფორმაციით, წაღებულია თანხა და ვერცხლის სამაჯური.
შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შემთხვევა ორი დღის წინ, გვიან ღამით მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები