რეგიონი
სააპელაციომ ზუგდიდელი მამაკაცი ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამნაშავედ ცნო
ქუთაისის სააპელაციომ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით, სოფელ შამგონაში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებული ბაკურ სორდია წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილი ეკა მიქავას ოჯახის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ელისო რუხაძემ დაუდასტურა. მისივე ცნობით, მსჯავრდებულს სასამართლომ სასჯელი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა და მას ციხეში ყოფნა 4 წლით მოუწევს. მანამდე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სორდიას წარდგენილი ბრალი ცოლის მიმართ ძალადობასა და დედის ცემაში გადაუკვალიფიცირა.

"გამოძიება დაწყებული იყო 115-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თვითმკვლელობამდე მიყვანას. თუმცა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი და იყო 126-ე, ძალადობის მუხლი, რაც ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს. ჩვენ არ ვეთანხმებოდით ფორმულირებას, რომ მან თავი მოიკლა თვითნებურად და ამ თვითმკვლელობას არანაირი კავშირი არ ჰქონდა მასზე განხორციელებულ უმძიმეს ძალადობასთან. რა თქმა უნდა ეს დავგმეთ და გავაპროტესტეთ, წერილობით მივმართეთ ზუგდიდის პროკურატურას რათა მათ გაესაჩივრებინათ ეს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში", - განმარტა ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "საფარის" წარმომადგენელმა ელისო რუხაძემ.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ქუთაისის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბაკურ სორდიას დანაშაულს. ელისო რუხაძე თვლის, რომ ზემოაღნიშნული გადაწყევტილება არის საუკეთესო პრაქტიკის მნიშვნელოვანი მაგალითი.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მინდა დავძინო რომ ამ მხრივ პრაქტიკა არის მწირი, ვინაიდან თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლთან დაკავშირებული საქმეები არის ისეთი რამ, სადაც მსხვერპლი სამწუხაროდ უკვე გარდაცვლილია და  ვერ საუბრობს კონკრეტულ გარემოებებზე რის გამო მოხდა თვითმკვლელობა. ხშირად დგება გამამართლებელი განაჩენი ან სხვა მუხლით კვალიფიცირდება. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც პრაქტიკის თვალსაზრისით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა "საფარის" იურისტმა.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლო ოჯახური ძალადობისა და ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო ცოლის მიმართ ძალადობასა და დედის ცემაში. სასჯელის ზომად კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გასული წლის 28 დეკემბერს სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მეზობლის ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მაშინ შს სამინისტრომ ფაქტზე საქმე სსკ-ის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 126-ე – ძალადობის მუხლებით აღძრა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.