ათენის ცენტრში, საბერძნეთის მეწარმეთა ფედერაციის ოფისის მახლობლად
ძლიერი აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი
მოწყობილობა შენობის შესასვლელთან დატოვეს. შემთხვევამდე 40 წუთით
ადრე აფეთქების შესახებ ანონიმური შეტყობინებაც შევიდა. პოლიცია
ვარაუდობს, რომ ორგანიზატორები ადგილობრივი რადიკალური დაჯგუფებები
არიან.
მასალის გამოყენების პირობები