თქვენ დაგჭირდებათ ☛ • 250 გ. ფქვილი. • 2,5 ჩ.კ.
გამაფხვიერებელი. • 125 გ. შავი შოკოლადი. • 240 გ. შაქარი. • 2 ც.
კვერცხი. • 4 ც. ბანანი. • მწიკვი მარილი და ვანილი გემოვნებით.
მომზადების წესი: ✔ გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ ვანილი ან ვანილის შაქარი.
✔ ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით. ბანანის პიურე დაუმატეთ ათქვეფილს
კვერცხს. ცალკე აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი.
შემდეგ კი ყველა ინგრედიენტი ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთს. ✔ დატეხეთ
შოკოლადი სასურველ ზომაზე და აურიეთ ცომში. წაუსვით კექსის ფორმას
კარაქი, ჩაასხით მასში მიღებული მასა და შედგით ღუმელში 50-60 წუთი.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები