Li-Fi-ი არის Wi-Fi-ის მსგავსი უკაბელო, ბიპოლარული, სწრაფი
ინტერნეტის გამავრცელებელი ტექნოლოგია, რომელიც მონაცემების
გადასაცემად მანათობელ დიოდებს იყენებს. ტალინში მეცნიერებმა Li-Fi-ის
ლაბორატორიის გარეთ პირველი გამოცდა მოუწყვეს და აღმოაჩინეს, რომ მას
წამში 1GB მოცულობის ინფორმაციის გადაცემა შეუძლია, რაც ტექნოლოგიას
Wi-Fi-ზე 100-ჯერ სწრაფს ხდის. "მანათობელი ინტერნეტი" ჩვენს საყვარელ
უკაბელო ინტერნეტის მომწოდებელ ტექნოლოგიას მაღალ კონკურენციას
გაუწევს, მიუხედავად იმისა, რომ მას კედლებს შორის გავლა არ შეუძლია.
მეცნიერები Li-Fi-ის დამატებით პროექტებში გამოცდას გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები