„დღევანდელი გადასახედიდან, ამხელა ინვესტიციებისა და დიდი გზის მიუხედავად, არანაირი გარანატია არ არის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს,
თუმცა ღრმად მწამს, რომ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ“, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტი სტარტაპია და სწორედ ამ პროექტს შეუძლია ქვეყნის რეალობის შეცვლა.
„ის გამოცდილება და საპარტნიორო მხარდაჭერა, ნდობა საერთაშორისო ბანკებისგან მაძლევს იმედს, რომ ბოლომდე მივიყვანთ პროეტქს. მთავარი მამოძრავებელი არის ის, რომ ეს ქვეყანა ამ მდგომარეობაში კი აღარ ვიხილო, მოხდეს გარღვევა და ამაში ჩემს გუნდთან ერთად წვლილი შევიტანო. მთელი ჩემი კარიერა, იმიჯი, ფინანსები არის სასწორზე შეგდებული, მაგრამ ღრმად მჯერა, რომ ეს პროექტი გამოვა, ეს პროექტი სჭირდება მთელ საქართველოს. სწორედ ახლა ვმუშაობთ მოდელზე, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რადგან ეს უნდა იყოს ყველას პროექტი. ასე ერთობლივად, ერთობლივი მიწოლით უნდა გავიტანოთ ეს პროექტი. სწორედ მას შეუძლია ახალი რელობის გაჩენა თითოეული ჩვენგანისთვის და ქვეყნისთვის. მე ეს გამოწვევა მივიღე ჩემს გუნდათ ერთად და ამას ვაკეთებ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ანაკლია სითის გენგეგმისა და მოწყობისთვის მსოფლიოს წამყვან არქიტექტორებთან მუშაობენ. ამასთან, დაგეგმილია ქართველი და უცხოელი სტუდენტების ჩართვა ამ პროცესში.
ამავე თემაზე:ხაზარაძე: ანაკლიის პორტს თავისი კანონმდებლობა ექნება
მასალის გამოყენების პირობები