მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მერია აუქციონზე გასაყიდად გაიტანს ყინულის სახლის ტერიტორიას, რადიო
„ათინათი“ m²-ის პოზიციით დაინტერესდა. სწორედ ამ კომპანიამ გამოთქვა გასულ წელს სურვილი,
აღნიშნულ ადგილას საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო აეშენებინა.
m² -ში გვითხრეს, რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას აუქციონში, რომელსაც მერია გამოაცხადებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთვის აუქციონის პირობების შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
„ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი აუქცუონის ფასი, შესაბამისად, მოცემულობა გადავუგზავნეთ ფინანსურ სამსახურს, რომელიც გააკეთებს შესაბამის ფინანსურ ანალიზს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს კომპანია, მიიღოს თუ არა მონაწილეობა აუქციონში. ამ პირობების შესახებ დღეს შევიტყვეთ.ჩვენი შეთავაზებები და სურვილები საზოგადოებისთვის და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის იყო ცნობილი, არაერთი
შეხვედრა გავმართეთ და გავავრცელეთ ინფორმაცია“, - აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა.
უცნობია, როდის გაიტანს მერია აუქციონზე ტერიტორიას, რომლის საწყისი ფასი 7 მილიონ 233 ათას ლარზე მეტია. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამ დრომდე აღნიშნულ ადგილას სასტუმროს გაშენება კომპანია m2-ს სურდა, რომელიც პროექტის შედეგად 25 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას,
ყინულის სახლის საკუთარი ხარჯებით გადატანას, გაფართოებასა და
პროფესიული კოლეჯის აღდგენას გეგმავდა. ახალი საინვესტიციო პირობებით ინვესტორმა ტერიტორია 7 მილიონ ლარზე მეტად და 8 მილიონი დოლარის ინვესტიციით უნდა შეიძინოს, ყინულის სახლს მერია საკუთარი ხარჯებით
თავად გადაიტანს ბენდელიანის ქუჩაზე, ყოფილი „კომკავშირის პარკის“ ტერიტორიაზე.
ტერიტორიის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დღეს, 7 ივნისს
მიიღო.ამავე თემაზე:
ყინულის სახლის ტერიტორიის გაყიდვა - ზუგდიდის განვითარების შესაძლებლობა თუ საზოგადოების აზრის უგულებელყოფა (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები