"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ერთ-ერთმა მთავარმა აქციონერმა, ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" დატოვა.
ინფორმაცია ამის შესახებ რადიო
"ათინათს" კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დაუდასტურა.
"ვადასტურებთ, რომ მიიღეს გადაწყვეტილება პროექტის დატოვების შესახებ. მიზეზებზე საუბრისგან თავს შევიკავებთ", - გვითხრა ახვლედიანმა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, "კონტი - ჯგუფმა" პროექტში მონაწილეობა ანაკლიის პორტის გარშემო
მიმდინარე მოვლენების გამო აღარ ისურვა.
მასალის გამოყენების პირობები