რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“, ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგად, მეორედ გახდა. ამის შესახებ „საარჩევნო კომისიის“ პრეს-ცენტრში განაცხადეს.
კომისიის ოფიციალური მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47,38% მიიღო (39 ათაის ხმა), ხოლო ალხას კვიცინიამ 46,19% (38 ათას 742 ხმა).
"პრეზიდენტობის" კანდიდატი ალხას კვიცინია
არ ცნობს "არჩევნებში" რაულ ხაჯიმბას გამარჯვებას. ის მოუწოდებს "საარჩევნო კომისიას" ნაადრევი დასკვნები რა გამოიტანოს და გადახედოს შედეგებს. ამის შესახებ აფხაზმა პარლამენტარმა, კვიცინიას შტაბის წარმომადგენელმა, რაულ ლოლუამ განაცხადა.
ე.წ. არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში გუშინ, 8 სექტემბერს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები