ზუგდიდში პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობა პარაკლისით დასრულდა (ვიდეო)
15:48 / 09.11.2019
კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მხარდამჭერი მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა.
მიტროპოლიტმა გერასიმემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი აღავლინა და მრევლს პატრიარქისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. როგორც მეუფემ აღნიშნა, მსვლელობა პატრიარქის მიმართ თანადგომას გამოხატავს.
„ჩვენი მსვლელობა არის მშვიდობიანი. ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა. ჩვენი პატრიარქის და ეკლესიის მამამთავრის ილია მეორის მიმართ, რომლის მწყემს მთავრობით სიბრძნით, გამჭრიახობით მაღლით იცავს და იფარავს ჩვენ ეკლესიას, არა მხოლოდ ეკლესიას, ჩვენს ქვეყანას. იაკობ მოციქული ბრძანებს, რომ სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია. ჩვენ ხშირად ვიძახით გვიყვარს პატრიარქი, პატივს ვცემთ პატრიარქს. დღეს დადგა მგონი დრო, რომ არა მხოლოდ სიტყვით გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, არამედ საქმითაც. ჩვენი მსვლელობაც ამას ემსახურება, მშვიდობიანად გავიაროთ დადიანების ტაძრიდან მშენებარე ტაძრამდე გზა, გადავიხადოთ პარაკლისი და ღმერთს შევთხოვოთ პატრიარქის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა“, - აღნიშნა მეუფემ.
რაც შეეხება ბოლო დროს საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს, მეუფე გერასიმე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სინოდის სხდომაზე დააფიქსირა და მეტ კომენტარს ამ თემაზე აღარ გააკეთებს.
„ჯობია, რომ დღევანდელ თემაზე ვილაპარაკოთ. პატრიარქის მიმართ იყო ისეთი გამონათქვამები და ბრალდებები, არ ვიცი რომელიმე თქვენთაგანი თუ იზიარებს. ჩემი პოზიცია მე სინოდზე გამოვხატე. ჩვენი პოზიცია ეკლესიამ გამოხატა წმინდა სინოდზე. მე გეკითხებით, თქვენ ვისკენ ხართ მეუფე პეტრესკენ თუ პატრიარქისკენ?“, - უთხრა მეუფემ ჟურნალისტებს.
მსვლელობას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციაც შეუერთდა. მისი თქმით, ეს არის საყოველთაო სოლიდარობის გამოხატვა პატრიარქის მიმართ.
„ეკლესიებში წირვა - ლოცვა გრძელდება და ადამიანები, ვისაც ეს აწუხებს, ცდილობენ და თვლიან, რომ თუ საპატრიარქოში შეიტანენ შუღლს, ნიჰილიზმს, ადამიანის გონებაში დათესავენ ყველა მიმართულებით ცუდ დამოკიდებულებას ტაძრისადმი, ისინი გაიმარჯვებენ ამით და კარგ საქმეს გააკეთებენ, მაგრამ, დამიჯერეთ, რომ ეკლესიასთან ომი არავის მოუგია“, - განაცხადა თაზო ფაცაციამ.
პატრიარქის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში შეუერთდა. ის ამბობს, რომ პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ემიჯნება და მის მხარდამჭერ აქციებს ყოველთვის დაესწრება.
რაც შეეხება მრევლს, ისინი დღეს გამართულ მსვლელობას საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.
„უფალს შევთხოვთ, რომ გვაპატიოს ის ტკივილი, რაც პატრიარქს მივაყენეთ. უფალი ხედავს ყველაფერს და გვაპატიებს“, - ამბობს ნანა სიჭინავა.
31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. სხდომის დატოვების შემდეგ მან კათოლიკოს - პატრიარქს მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უწოდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები