ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი, რომელიც 31 მარტს - 1 აპრილს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.
შესაბამისი გადაწყვეტილება თანათავმჯდომარეებმა გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუმ, რუდოლფ მიხალკამ და ტოივო კლაარმა კორონავირუსის გამო მიიღეს.
16 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში თანათავმჯდომარეებმა განმარტეს, რომ გადაწყვეტილება СOVID - 19- ის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშრებული გარემოებების გულდასმით გადახედვის შედეგად მიიღეს".
"თანათავმჯდომარეები ყველა ღონეს იხმარენ, რომ შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი და ჩართულობა მოლაპარაკებების თანამონაწილეებთან, რათა ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრისთვის მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენონ". ", – ნათქვამია რელიზში.
თანათავმჯდომარეების განცხადებით, ისინი "ყურადღებით დააკვირდებიან СOVID - 19 - თან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას და უახლოეს მომავალში დისკუსიების 51-ე რაუნდის გასამართად საჭირო სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ".
ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოდან, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მასალის გამოყენების პირობები