სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარ კაბინეტში დააკავა.
მანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვეს, სპეცოპერაციის დაწყებისას კი ადგილზე მყოფი ადამიანების ნაწილი შენობიდან გაიყვანეს. სპეცდანიშნულების რაზმების ნაწილი ოფისში სახანძრო კიბის საშუალებით, სახურავიდან ჩავიდა. სავარაუდოდ, დაკავებულია ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ნაწილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გამოტანილი განჩინების შემდეგ პარტიის ოფისში, რამდენმე დღეა, ადამიანები არიან შეკრებილები. ისინი დღეს აქციას გამართავენ.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოდან
მასალის გამოყენების პირობები