რეგიონი
"დაიბრუნე ხმა" - დღევანდელ აქციაზე დასასწრებად ზუგდიდიდანაც მიემგზავრებიან
დღეს, 17 ნოემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქციას სახელწოდებით "დაიბრუნე ხმა" საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის ზუგდიდიდანაც შეუერთდებიან. ამის შესახებ რადიო "ათინათს" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ უთხრა.

მისი თქმით, დღეს, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე.

"ყველა თავისით მიდის, ჩვენ 12 მივდივართ და ვუერთდებით აქციას "დაიბრუნე ხმა", თორმეტივე ვიყავით დამკვირვებელი, მობილური ჯგუფის წარმომადგენლები არჩევნებზე, უმეტესობა კოალიციიდან "ჩემი ხმა". აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, იურისტები გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები საზოგადოებას შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდეთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებამდე", - აღნიშნა მან.

დღევანდელ აქციას, სხვადასხვა ლოკაციიდან პოლიტიკური პარტიები და სტუდენტებიც შეუერთდებიან.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.