უნდა აშენდეს თუ არა სასტუმრო სკეიტ პარკში - საჯარო განხილვა ზუგდიდში (ვიდეო)
22:30 / 19.02.2019
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სკეიტ პარკში, ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობის კონცეფციაზე საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე დეველოპერული კომპანია m²-ის გენერალურმა დირექტორმა სასტუმროს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მისი ინფორმაციით, ეს იქნება ოთხ ვარსკვლავიანი, 130 ნომრიანი სასტუმრო, რომლისთვისაც ჯამში 1 ჰა მიწის ნაკვეთია საჭირო. ირაკლი ბურდილაძის თქმით, ამ ტერიტორიის მხოლოდ 3 ათასი კვადრატული მეტრია გათვალისწინებული სასტუმროსთვის, დანარჩენი კი მისასვლელ გზებსა და გამწვანებას მოხმარდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო განხილვა, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტი სწორედ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გზით უნდა გადაწყდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ ფორმატში თანხვედრაში მოვიყვანთ ყველა ჯგუფის ინტერესს და დაამშვენებს ამ ქალაქს ეს სასტუმრო. რაც შეეხება ადგილს, ბრენდული სასტუმრო უნდა იყოს ცენტრში. შესაძლოა, სხვა ადგილებიც იყოს განხილული, თუმცა, უმრავლესობას მოსწონს ეს პროექტი და ვფიქრობთ, საბოლოოდ, ეს ინვესტიცია განხორციელდება“, - აღნიშნა ბურდილაძემ.
მის პოზიციას იზიარებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზუგდიდის ვიცე მერი გიორგი შენგელია ფიქრობს, რომ შემოთავაზებული პროექტი ქალაქისთვის სხვადასხვა კუთხით მნიშვნელოვანია.
„კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას ხალხის აზრის გათვალისწინებით და თანხვედრით. ის ყინულის სახლი, რაც ახლა სკეიტ პარკშია, არამიმზიდველია არქიტექტურულად. ეს არის ლამაზი პროექტი, რომელშიც დასაქმდებიან ზუგდიდელები, შეიქმნება სივრცე ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ასევე, სხვა საინტერესო წინადადებებიც აქვს ინვესტორს“, - თქვა შენგელიამ.
ამაზე აზრზეა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიაც. ის მიიჩნევს, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი, მისივე თქმით, ქალაქის ამ ფორმით განვითარებას მხარს დაუჭერს.
„უმეტესობა ემხრობა პროგრესულობას ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული და ტურისტული, სპორტული კომპლექსის შემდგომი ექსპლუატაციის თვალსაზრისით. ყინულის სახლი მსუბუქი კონსტრუქციით იქნება გადახურული, რომლის შენახვა ბევრად იაფი დაგვიჯდება. საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი გავა, როცა დასრულდება პროცედურები კიდევ უფრო გამჭვირვალე და მეტი ჩართულობის შემდეგ მოქალაქეების“, - განმარტა წოწერიამ.
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარე ბათლომე შელია თვლის, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით უნდა მიიღონ.
„გასათვალისწინებელია ფაქტორები, რომელიც აქ გაჟღერდა, მათ შორის, საზოგადოებრივი სივრცის დაცულობა. ჩვენი მხრიდან პოზიცია-ოპოზიცის მნიშვნელობა უკანა პლანზე გადადის, ქალაქისა და ხალხის ინტერესების გათვალისიწნებით უნდა ვიმოქმედოთ“, - ამბობს ის.
მისგან გასხვავებით ეჭვები აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძროაბას“. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ერთი კომპანიის ლობირება ეჭვს იწვევს და კონკურენციის პრინციპი დარღვეულია.
"მაინტერესებს, რის მიხედვით უნდა გაიცეს ნებართვა, როცა არ არსებობს ქალაქის გენერალური გეგმა ან ურბანული განვითარების გეგმა“, - აღნიშნა წითლიძემ.
სასტუმროს სკეიტ პარკში აშენების კატეგორიული წინააღმდეგია მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია.
“დღეს მოხდა ფეხვეშ გაგება ხელისუფლების ლობირებული "ბიზნესზვიგენის" ფინანსური ინტერესებისთვის უწმინდესი კულტურული მემკვიდრეობის. ტაშს უკრავდა პარტიული ნომენკლატურა „ქართული ოცნების“ მაშინ, როცა როცა ანაკლიის პორტის განვითარებას აფერხებს ივანიშვილი. ამ დროს ოცნების ხელისუფლება დადიანების კომპლექსისა და რეკრეაციული ზონის მიწიხლვით უხსნის გზას კომპანიას“- თქვა ჯგუშიამ.
შეხვედრაზე დამსწრეების ნაწილს ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს აშენება არ სურს. მათი ნაწილი ვერ ხედავს გარანტიებს, რომ კომპანია არსებულ ვალდებულებებს შეასრულებს, ამასთან, მათთვის რეკრეციულ ზონაში მსგავსი მშენებლობა და ბავშვებისთვის თუ საზოგადოების სხვა წევრებისთვის, მათივე თქმით, სივრცის შეზღუდვა მიუღებელია.
საჯარო განხილვის სხვა მონაწილეები კი აღნიშნულ ტერიტორიაზე მიესალმებიან სასტუმროს მშენებლობას და მას ზუგდიდისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციად და პროექტად მოიაზრებენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები