2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი სპორტსმენები სოჭში რამდენიმე წუთის წინ გაემგზავრნენ. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გულშემატკივრებმა გააცილეს.
ოლიმპიადაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან სამი მოთხილამურე: ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და ერთი მოციგურავე - ელენე გედევანიშვილი.
ხვალიდან კი სოჭი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა. ქართული დელეგაციის თექვსმეტკაციანი შემადგენლობის ნაწილი სოჭში უკვე ჩასულია, რომელთაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ხელმძღვანელობს.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები ხვალ თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელს ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებელი შესთავაზებს.
მასალის გამოყენების პირობები