ეს ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქში გამართულ ციგის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე მოხდება.
კანადაში კი ქართველი ემიგრანტები ვისტლერის საციგაო ცენტრში შეიკრიბებიან, სადაც 2010 წელს ტრაგედია მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი 4 წლის წინ, ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.
სპორტსმენმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა, მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა, ქუმარიტაშვილი ციგიდან გადმოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. მოციგავე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები