შოთა არველაძემ თურქული "ქაისერისფორის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია 2 ოქტომბერს ჯერ სპორტულმა გაზეთმა "ფანატიკმა" გაავრცელა, მოგვიანებით კი კლუბის ვებ-გვერდმაც დაადასტურა.
"ქაისერის" ოფიციალური განცხადებით, 39 წლის ქართველი სპეციალისტი თავისი ნებით გადადგა. ეს გადაწყვეტილება შოთამ თავად მიიღო და შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა.
ცნობისთვის, არველაძემ 2010 წლის ზაფხულში ჩაიბარა ანატოლიური კლუბი და პირველ სეზონში მეექვსე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გასული სეზონი წარუმატებელი გამოდგა - მე-12 პოზიცია.
მასალის გამოყენების პირობები