მოკრივეს ოკლენდში საქველმოქმედო ღონისძიებაში „ჩემპიონების დღე“ უნდა მიეღო მონაწილეობა. თუმცა ახალზელანდიურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ქალზე ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან, მოითხოვეს არ შეეშვათ ტაისონი ქვეყანაში.
შედეგად, მინისტრის მოადგილემ იმიგრაციის საკითხებში განაცხადა, რომ ტაისონის ვიზა გამოწვეულია.
1992 წელს მაიკ ტაისონს ინდიანაპოლისში 18 წლის ქალიშვილის გაუპატიურებისათვის 6 წლით პატიმრობა მიესაჯა.
ახალზელანდიური კანონებით აკრძალულია ვიზის გაცემა იმ უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებსაც 5 წელზე მეტი ვადით ჰქონდათ მისჯილი პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას შეუძლია დაუშვას გამონაკლისი განსაკუთრებულ შემთვევებში.
bbc
მასალის გამოყენების პირობები