მატჩის პირდაპირ ტრანსლაცია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით 19:30 საათზე დაიწყება.
12 ოქტომბრის მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე გუშინ გამართა. ვარჯიშამდე კი, ქართველთა მწვრთნელი თემურ ქეცბაია ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
"კარგია, რომ ფინეთში მატჩამდე ოთხი დღით ადრე ჩამოვედით და შეკრება აქ გავიარეთ. ჩვენი გუნდი კარგად მოემზადა; ბიჭებიც კარგ ფორმაში და კარგ განწყობაზე არიან. რაც მთავარია, უპირველესად, ყველას ძალიან გვინდა, რომ ჩვენი ქომაგები გავახაროთ. ჩვენ ვნახეთ და გავარჩიეთ ფინეთის თამაში. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია. ეს პირველ თამაშშიც დაამტკიცეს, როცა საფრანგეთის ნაკრებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. რადგან მათ წაგება აქვთ, აუცილებლად შეეცდებიან, რომ წარმატებას ჩვენთან მიაღწიონ. ვფიქრობ, უპირატესობა მაინც მათ მხარესაა, რადგან საკუთარ კედლებში თამაშობენ. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, ბიჭები ყველაფერს ჩადებენ, რომ თამაში მეტოქის სურვილის საპირისპიროდ დაასრულონ. ჩვენც არანაკლებ ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ და იმედია, ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას ჩვენ ვიზეიმებთ",-აღნიშნა ქეცბაიამ.
ამასთან, საქართველო-ფინეთის დღევანდელ მატჩზე უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა იმსაჯებს.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი საშინაო მატჩი აქვს გამართული - ბელორუსს 1:0 მოუგო, ამავე ანგარიშით კი, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.
შემდეგი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 16 ოქტომებრს, ასევე სტუმრად, ბელორუსის ნაკრებთან ექნებათ
მასალის გამოყენების პირობები