უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. გუშინ გამართულ ორ შეხვედრაში კიდევ 2 მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ”ბაიერნთან,” ”ბარსელონასთან,” ”პარი სეჟერმენთან” ერთად მომდევნო ეტაპზე ”ჩელსი” და ”შახტარი” ითამაშებენ.
F ჯგუფში 25 ნოემბერს „ბარსელონამ“ სტუმრად „აპოელი“ 4:0 დაამარცხა. ამ ჯგუფის ორი მერვედფინალისტი ”პსჟ” და ”ბარსელონა” 10 დეკემბერს პარიზში ჯგუფის პირველი ადგილის მფლობელს გაარკვევენ.
”მანჩესტერ სიტის” სერხიო აგუერომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლის შანსი დაუბრუნა. ”ბაიერნს” აგუერომ 3 გოლი გაუტანა. საბოლოო ანგარიშია 3:2.
E ჯგუფში რომში ”რომასა” და ”სიტის” შორის გაირკვევა მეორე მერვედფინალისტის ვინაობა, ”ბაიერნმა” პირველი ადგილი მეოთხე ტურის შემდეგ გაინაღდა.
G ჯგუფში ”შალკე” საკუთარ მოედანზე ”ჩელსისთან” 5:0 განადგურდა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ”სპორტინგმა” ”მარიბორს” 3:1 მოუგო. ეს შეხვედრა ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 40-წუთიანი დაგვიანების შემდეგ მაინც განახლდა.
H ჯგუფში ”პორტუმ” ბორისოვოში ”ბატე” 3:0 დაამარცხა და ორივე მერვედფინალისტიც ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვა. პორტუგალიური კლუბი პირველი ადგილით, ხოლო ”შახტარი” მეორე ადგილით გავიდა შემდგომ ეტაპზე. დღეს ჩემპიონტა ლიგაზე კიდევ 4 ჯგუფში გაიმართება მორიგი ტურის მატჩები.
A ჯგუფში „მადრიდის ატლეტიკო“ „ოლიმპიაკოსს“ შეხვდაბა, „მალმო“ კი „იუვენტუსს“. C ჯგუფში „ზენიტი“ ბენფიკას დაუპირისპირდება, „ლევერკუზენის ბაიერი“ „მონაკოს“. D ჯგუფში კი მერვედფინალში გასასვლელად იბრძოლებენ „ანდერლეხტი“ და „გალათასარაი“, ასევე „არსენალი“ და „დორტმუნდის ბორუსია“.
მასალის გამოყენების პირობები