“ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი მიმდინარე კვირაში კონტრაქტს „ლოს–ანჯელეს გალაქსისთან“ გააფორმებს, იტყობინება BBC.
შეთანხმება ძალაში ივნისში შევა და ის წელიწადნახევრის განმავლობაში იმოქმედებს.
ჯერარდის ანაზღაურება წლიურად 4 მილიონი ფუნტი იქნება.
ავღნიშნავთ, რომ „ლოს–ანჯელეს გალაქსის“ რიგებში ამ დროისათვის რობი კინი თამაშობს, რომელიც „ლივერპულში“ 2008/09 წლებში გამოდიოდა.
მასალის გამოყენების პირობები