სპორტი
კრიშტიანო რონალდო სამგზის გამარჯვებულია
ციურიხის "კონგრესჰაუსში" ფიფას გალა-დაჯილდოება გაიმართა. ცნობილი გახდა 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელების (ქალებსა და ვაჟებში) და მწვრთნელების (ქალებსა და ვაჟებში) ვინაობა. 29 წლის კრიშტიანო რონალდო ("რეალი", პორტუგალია) გახდა მთავარი პრიზის მფლობელი ზედიზედ მეორედ (სულ მესამედ, ერთხელ "ოქროს ბურთი" მან ფიფას და "ფრანს ფუტბოლის" პრიზების გაერთიანებამდე მიიღო). კრიშტიანო რონალდომ მიიღო ხმების 37,66%. მეორე ადგილზე გავიდა ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა) - 15,76%, ხოლო მესამეზე - მანუელ ნოიერი ("ბაიერნი", გერმანია) - 15,72%. კრიშტიანო რონალდო: "დარბაზში ვხედავ ჩემს ვაჟს, დედას, ოჯახს... მადლობა ყველას, ვინც კონკურსში ხმა მომცა. მადლობა მწვრთნელს, კლუბის პრეზიდენტს, თანაგუნდელებს, ვისთან ერთადაც ფანტასტიკური წელიწადი გავიარე. ასეთ კონკურსში გამარჯვება უნიკალური ფაქტია. ასეთივე შემართებით გავაგრძელებ თამაშს და შრომას. მსურს, კვლავ მოვიპოვო ინდივიდუალური და გუნდური პრიზები. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ "ოქროს ბურთის" მფლობელი სამჯერ გავხდებოდი. მსურს, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გავხდე, ეს კი ახალ მსხვერპლს მოითხოვს".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.