საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 33:0 დაამარცხა. მატჩი "ევროპის ჩემპიონატის" ეგიდით გაიმართა. პირველი ტაიმი საქართველომ 6:0 მოიგო, მეორეში კი – მეტოქე 27:0 დაამარცხა. 4 საჯარიმო და 3 გარდასახვა ზუსტად შეასრულა მერაბ კვირიკაშვილმა, ხოლო ლელოები დავით კაჭარავამ, ზურაბ ჟვანიამ და კარლენ ასეშვილმა დადეს.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. ტრიბუნები გულშემატკივრებმა მთლიანად გაავსეს. დღევანდელ მატჩში გააცილეს ირაკლი მაჩხანელი, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები