"ჩვენ ვგეგმავთ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ," - ასეთია გერმანიის ნაკრების ხვალინდელი თამაშის მიზანი.
ამის შესახებ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ხვალინდელ თამაშზეც ისაუბრა.
„შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს ყველაფერი გავაკეთოთ. დავანთებთ ცეცხლს, სრულ ენერგიას დავხარჯავთ, რომ ეს სამი ქულა მოვიპოვოთ და მაქვს ამის იმედი, რომ ხვალ ზუსტად ასე მოხდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი თავდაცვაში. მახსოვს, როგორ ითამაშეს საფრანგეთთან და ესპანეთთან,“ - აცხადებს იოაჰიმ ლიოვი.
დღესვე სტადიონზე ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმა იმ წინასწარ სამუშაოზე ისაუბრეს, რაც გერმანიის ნაკრების დასახვედრად ხელისუფლებამ ჩაატარა.
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ სტადიონი ხვალინდელი თამაშისთვის მზად არის.
„ნაწილი სამუშაოების შესრულებულია, შემოსასვლელები, კამერები, გახმოვანება. ამ თამაშის შემდეგ უკვე დაიწყება სკამების დემონტაჟი და ახალი სკამები გვექნება დინამო არენაზე," - აცხადებს კახი კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები