წარმოდგენილი იქნება განმარტებითი ვიდეო-რგოლი. ამის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ზვიად სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი დავალება ფედერაციას უეფამ მისცა.
სიჭინავას ცნობით, მიმოწერა ჰქონდათ უეფა-სთან, სადაც კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ბილეთებს კომპანია
biletebi.ge გაყიდის.
"8 თვის განმავლობაში საქართველოში უეფას წარმომადგენელი, დელეგატი, მუშაობს, რომელმაც ყველა ის კომპანია აირჩია, რომელიც სუპერთასის თამაშს მოემსახურება. საუბარია არა მხოლოდ ბილეთების გაყიდვაზე, არამედ კვებაზე, ტრანპორტირებაზე, პარკინგზე და ასე შემდეგ. ფეხბურთის ფედერაციამ თავის დროზე, გერმანიის თამაშის წინ ძვირადღირებული პროგრამა შეიძინა, რომელშიც 60 ათასია გადახდილი და დატესტილია გერმანიის თამაშზე. მაშინ ამ პროგრამით 12 ათასი ბილეთი გაიყიდა. ვთხოვეთ უეფას, ჩვენთვის მოეცათ ბილეთების გაყიდვის საშუალება, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან კომპანია biletebi.ge-ს 6-წლიანი გამოცდილება აქვს და უპირატესობა მას მიანიჭეს", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 13 საათიდან დაიწყება
უეფას 2015 წლის სუპერთასის ბილეთები ონლაინ რეჟიმში აღარ გაიყიდება
სუპერთასის ბილეთები შესაძლოა სალაროებშიც გაიყიდოს
მასალის გამოყენების პირობები