რაგბში, მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნები" თბილისის დროით 15:00 საათზე , ქალაქ გლოჩესტერში "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" ტონგას დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. მსოფლიო თასის გათამაშება გუშინ დაიწყო,სადაც ინგლისმა ფიჯი 35:11 დაამარცხა.
მასალის გამოყენების პირობები