სპორტი
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა
საარჩევნო ყრილობა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუ რის გამო არ იწყება საარჩევნო ყრილობა, ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
დარბაზში ამ დრომდე იმყოფებიან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისი კი სხვა დარბაზში სავარაუდოდ, რევაზ არველაძეს ხვდება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელმაც დაკავებული პოსტი არჩევნებამე ერთი თვით ადრე დატოვა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები